fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: როგორ წაიღო წყალმა შეკვეთის მიმტანი მამაკაცი, თავის მოტოციკლთან ერთად

თესალონიკში უამინდობამ სერიოზული პრობლემები გამოიწვია და ამის ამსახველი ბევრი კადრიც გავრცელდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა 80-მდე ზარი მიიღო დახმარების თხოვნით.

ძლიერმა და უხვმა ნალექმა გზები და ქუჩები მდინარეებად აქცია, დაიტბორა სახლები, მაღაზიები და ავტობუსიც კი. არსებულ მდგომარეობას კარგად ასახავს ვიდეო, რომელსაც თვითმხილველი ავრცელებს. კადრებზე ჩანს, თუ როგორ წაიღო წყალმა შეკვეთის მიმტანი მამაკაცი, თავის მოტოციკლთან ერთად. ის ცდილობს, რომ მოვარდნილ წყალს გაუმკლავდეს, მაგრამ ამაოდ.

onalem

ტესტ