fbpx
საზოგადოება

დიდი ფასდაკლებების პერიოდი საბერძნეთში გაიზარდა – როდის წავიდეთ საყიდლებზე?!

ბერძნული მედია სასიამოვნო სიახლეს აანონსებს. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი საგაზაფხულო ფასდაკლებები, რომლებიც სულ რამდენიმე დღეში დაიწყება, უფრო მეტ ხანს გასტანს, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

კერძოდ, სეზონური ფასდაკლებების პერიოდი 1 მაისიდან 10 მაისამდე განისაზღვრებოდა, თუმცა, ამჟამინდელი ცნობებით, გამომდინარე იქიდან, რომ 1 მაისი შრომის საერთაშორისო დღეა და დასვენების ოფიციალური თარიღი, ფასდაკლებები მაღაზიებში 2 მაისიდან ამოქმედდება და არა 10, არამედ 15 მაისს დასრულდება.

თქვენ ხუთი დღით მეტი გაქვთ იმისთვის, რომ ისიამოვნოთ შოპინგით.

გარდა ამისა, მაღაზიები ღია იქნება კვირას, 5 მაისსაც და იმუშავებენ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

რაც შეეხება სააღდგომო პერიოდს, მაღაზიების მუშაობის განრიგი ასეთია:

22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით – 09:00 საათიდან 21:00 საათამდე

წითელ პარასკევს – 13:00 საათიდან 19:00 საათამდე

დიდ შაბათს – 09:00 საათიდან 15:00 საათამდე

აღდგომის კვირას და ორშაბათს მაღაზიები ქვეყნის მასშტაბით დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ