fbpx
საზოგადოება

“ვიღაცამ დამკრძალავ ბიუროში ითხოვა, რომ ბავშვისთვის სისხლჩაქცევები დაეფარათ” – პატრაში სამი დის გარდაცვალების საქმე

საბერძნეთის პოლიციის ყოფილი ოფიცერი, გამოცდილი პოლიციელი, თანასის კატერინოპულო საკუთარ პოზიციას არ იცვლის და ღრმად არის დარწმუნებული, რომ პატრაში 3 გოგონას გარდაცვალების საქმე განზრახ მკვლელობას უკავშირდება.

“აქ არავის განვსჯით, მაგრამ ჩემთვის პირადად ამ ბავშვების სიცოცხლე ადამიანის ხელმა შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის პასუხები საკმაოდ აგვიანებს, პოლიცია არაჩვეულებრივად აკეთებს თავის საქმეს და ამ მცირეწლოვანთა გარდაცვალებაზე სულ მალე გვეყოლება ან დამნაშავე, ან დამნაშავეები.

მეცნიერულ საკითხებზე ვერ ვიკამათებ, მხოლოდ მინდა ვთხოვო ჩემს ყოფილ კოლეგებს, რომ მიმართონ დამკრძალავ ბიუროს და გამოკითხონ ადამიანი, რომელმაც ბავშვის ცხედარი მოაწესრიგა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ამ ბიუროში ითხოვა, მცირეწლოვნისთვის (ერთ-ერთის) სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები და დალურჯებები დაეფარათ, შემდეგ კი, ვიდრე დაკრძალვის ცერემონია გაიმართებოდა, კიდევ მივიდა ადგილზე, რომ შეემოწმებინა, რამდენად კარგად შესრულდა “სამუშაო”.

არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, არ შეიძლება ადამიანს დალურჯებები სიკვდილის შემდეგ გაუჩნდეს. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ მცირეწლოვანს ეს ნიშნები სახის არეში ჰქონდა და ითხოვეს, მათი დაფარვა.

საქმის განხილვის პირველივე ეტაპიდან ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა,” ამბობს კატერონოპულო.

onalem

ტესტ