fbpx
საზოგადოება

ბიზნესმენი მიკონოსზე საკუთარ 450 თანამშრომელს 10 მილიონიან ვილაში აცხოვრებს

ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა პირობებში ცხოვრობენ სხვადასხვა კუნძულებზე წასული ადამიანები, მძიმე შრომის პარალელურად. მათ შორის არის კოსმოპოლიტური კუნძული მიკონოსიც, რომელზეც ბევრი დაიწერა. მიუხედავად ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა დამსაქმებელი საკუთარი თანამშრომლების მიმართ ასეთი გულგრილი არ არის.

გერმანელი ბიზნესმენი და ინვესტორები, თომას ჰეინი და მარიო ჰერტელი თავისი პერსონალის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევიან და მათ გარდა იმისა, რომ მიკონოსზე საკუთარ ბიზნესში 60 მილიონი ევრო აქვთ დაბანდებული, რომელიც სანაპირო ბარის შეძენას გულისხმობს, არამედ ასევე შეიძინეს და მოაწყვეს მდიდრული ვილა, სადაც 450 თანამშრომელი ცხოვრობს. ეს არ არის უბრალოდ საწოლები და სააბაზანო… აქ არის ის ყველაფერიც კი, რაც მათ არც კი სჭირდებათ.

ვილის ღირებულება 10 მილიონ ევროს აჭარბებს. ბიზნესმენებს სურთ, რომ დასაქმებულები მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შესაბამისად ისვენებდნენ და გრძნობდნენ, რომ მათი შრომა ფასდება არა მხოლოდ ანაზრაურებით, არამედ საცხოვრებელი პირობებითაც კი.

onalem

ტესტ