fbpx
კრიმინალი

ბერძენი, რომელიც ათენში ქალებს თავს ესხმოდა, ციხეში 16 წელს გაატარებს

“რაღაც ხმები მეუბნებოდნენ, რომ ქალებს თავს უნდა დავსხმოდი,” ასეთია 32 წლის მამაკაცის ჩვენება, რომელიც მან პოლიციას მისცა. როგორც ცნობილია, ის ქალებს თავს ათენში ესხმოდა და ოფიცრები მის დაკავებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ, თუმცა, საბოლოოდ 2016 წლის გაზაფხულზე აიყვანეს.

მას მარუსის ტერიტორიაზე 6 ქალის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ალოგიკური ჩვენებები, რის საფუძველზეც 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, გარდა ამისა, დაეკისრა ჯარიმა, 1.000 ევრო, იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით.

“მე არ მესმის, რას ვაკეთებდი. ყველა პოტენციურ მსხვერპლში ჩემი ყოფილი რუმინელი პარტნიორის, ჟორჟეტას სახეს ვხედავდი, რომელმაც გული ძალიან მატკინა. რაღაც ხმები მეუბნებოდნენ, რომ თავს უნდა დავსხმოდი, მეტინა მათთვის… ის ჩემი მეორე მე იყო,” ამბობს 32 წლის ემანუილ ევთიმიო კუძი.

onalem

ტესტ