fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მოხუცმა ქალბატონის გასაცნობად ერთ-ერთ ოფისს 300 ევრო გადაუხადა და პაემანი არ შედგა

როგორც ირკვევა, ბერძენი მოხუცი გაცნობის ერთ-ერთი ოფისისგან თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მამაკაცი, რომელიც სიყვარულის ძიებაში იყო, ოფისს დაუკავშირდა, საიდანაც უთხრეს, რომ გააცნობდნენ ქალბატონს და ყველაფერი ორგანიზებული იქნებოდა, მას მხოლოდ 400 ევრო უნდა გადაეხადა.

ეს ყველაფერი ლარისაში ხდება, მამაკაცს კი უთხრეს, რომ გაცნობითი პაემანი კარდიცაში დაუნიშნეს და იქ უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერ 300 ევრო უნდა გადაეხადა და როდესაც შეხვედრა დასრულდებოდა, დანარჩენი 100.

მოხუცმა თანხა ანგარიშზე ჩარიცხა, დანიშნულების ადგილას წავიდა, მაგრამ სამწუხაროდ, პოტენციური მეორე ნახევარი არ გამოჩნდა. როდესაც მამაკაცი ოფისს დაუკავშირდა, მათ ათასი მიზეზი დაუსახელეს, რომელთა გამოც შეხვედრა არ შედგა და დაჰპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში ექნებოდა მომდევნო პაემანი, მაგრამ სამწუხაროდ, არასოდეს დაუკავშირდნენ.

სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მიხვდა ბერძენი მოხუცი, რომ მოატყუეს და პოლიციაში განაცხადა.

onalem

ტესტ