fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 20 დეკემბერს, ათენში ავტობუსების გაფიცვა – არ იმოძრავებენ 11:00-დან 17:00 საათამდე!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ, 20 დეკემბერს, ათენში საჯარო ტრანსპორტის ნაწილი იფიცება.

კერძოდ, გაფიცვა ეხებათ ავტობუსებს, რომლებიც სამშაბათს არ იმოძრავებენ 11:00-დან 17:00 საათამდე.

მიუხედავად აღნიშნული გრაფიკისა, როგორც ირკვევა, ისინი მუშაობას ნელ-ნელა შეწყვეტენ 10:00 საათიდან, ხოლო მოძრაობა სრულად აღდგება 18:00 საათიდან და არა ზუსტად 17:00 საათიდან.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, ტრანსპორტის სხვა სახეობები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

onalem

ტესტ