fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა პალეო ფალიროში: 15 წლის ბიჭმა 112-ში დარეკა, თქვა, რომ თავის მოკვლა უნდოდა და ნათქვამი შეასრულა

ფალეო ფალიროში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. გარდაცვლილია 15 წლის მოზარდი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიიყენა ჭრილობა.

როგორც ირკვევა, ბიჭმა 112-ში დარეკა, თქვა, რომ თვითმკვლელობა უნდოდა და ტელეფონი გათიშა. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის შემდეგ მან მამის იარაღით, რომელსაც მამაკაცი ლეგალურად ფლობდა, თავი მოიკლა.

მეზობლები შოკირებულნი არიან მომხდარით და მედიასთან ამბობენ, რომ მოზარდი კარგად აღზრდილი, არაჩვეულებრივი ბიჭი იყო და ვერ ხვდებიან, თუ რას შეიძლებოდა მიეყვანა ასეთ ფატალურ გადაწყვეტილებამდე. ამასთანავე, არ ჩანდა, რომ ბავშვს რაიმე ამ დონემდე აწუხებდა.

არსებული ცნობებით, ვინაიდან ბიჭმა ზარი განახორციელა, 112-დან პოლიციასა და სამაშველო სამსახურს აცნობეს და როდესაც ადგილზე მივიდნენ, ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი იპოვეს, ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. ცხადია, მოზარდი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, გარდაიცვალა.

onalem

ტესტ