fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია Viber-სა და WhatsApp-ზე თითოეულ მინაწერს გააკონტროლებს!

ყოველკვირეული გაზეთის, TO ΒΗΜΑ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია საბერძნეთის მოსახლეობისთვის ნამდვილად “კოშმარულია”.

გაზეთის მიხედვით, საბერძნეთის პოლიციას სულ მალე გადაეცემა ძვირადღირებული სისტემა, რომელიც ისეთ აპლიკაციებზე, როგორებიცაა: Viber და WhatsApp, სრული წვდომის საშუალებას მისცემს.

ოქტომბრის ბოლოს მონაცემთა ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებას გაეცვნნენ და დაინტერესება გამოხატეს. მსგავსი სისტემები უკვე აქვთ აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

ამ სისტემის პრიორიტეტი დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობაა, რადგანაც ხშირ შემთხვევებში ონლაინ აპლიკაციები პოლიციას ძირითად დახმარებას უწევს საქმის გასახსნელად.

ამ დროისთვის ცნობილი იყო, რომ Viber არის ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც არ კონტროლდება არცერთი სამსახურის მიერ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ერა საბერძნეთში წარსულს ბარდება.

onalem

ტესტ