fbpx
საბერძნეთი

სისხლიანი ანგარიშსწორება ათენში: ხალხით სავსე ბარში პირბადით შენიღბულმა პირმა ორი ალბანელი მოკლა

ნეა სმირნის მაცხოვრებლები შოკირებულნი არიან შემთხვევით, რომელიც გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთ ბარში, რომელიც ხალხით იყო სავსე, ქირურგიული პირბადით შენიღბული მამაკაცი შეიჭრა და სროლა დაიწყო. სამიზნე ორი ალბანელი მამაკაცი იყო, რომელიც იმ დროს ბარში იჯდა, 41 და 44 წლის. ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ერთი ქალბატონი.

როგორც თვითმხილველი ამბობს, ერთ-ერთი გარდაცვლილი ალბანელი ნეა სმირნიში ცნობილი იყო და იცნობდნენ ორი სახელით “ნიკოს” და ასევე როგორც “დაცვას”. ანუ ადგილობრივის თქმით, ეს მამაკაცი “უსაფრთხოებას და დაცვას ყიდდა”, ერთგვარი გარანტია იყო.

გავრცელდა კადრებიც, თუ როგორ ხდება თავდასხმა და როგორ ეცემა მძიმედ დაშავებული მსხვერპლი იატაკზე.

41 წლის ალბანელი ცნობილი იყო სამართალდამცველებისთვისაც, ვინაიდან ის გასამართლებული იყო ალბანეთშიც, მიგრანტების არალეგალურად გადაყვანისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებებით. 44 წლის მამაკაცი კი, მისი მეგობარი იყო.

იხილეთ ვიდეო, როგორ ხდება თავდასხმა:

 

onalem

ტესტ