fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან 30 ნოემბრის ჩათვლით – რა აღარ გაიყიდება საბერძნეთის სუპერმარკეტებში covid-19-ის გამო?!

მინისტერიალური გადაწყვეტილების თანახმად, საბერძნეთის სუპერმარკეტებში შეზღუდვები ხვალიდან შედის ძალაში და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ირკვევა, რომ დაშვებული იქნება მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების გაყიდვა, ხოლო რაც შეეხება გრძელი ვადით მოსახმარ ნივთებს, მათი გაყიდვა იკრძალება.

საუბარია ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, წიგნებზე, ავეჯზე, სათამაშოებზე, ელექტრო საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და მსგავს სხვა პროდუქციაზე.

აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტები იმუშავებენ კვირას, 15 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

onalem

ტესტ