fbpx
საბერძნეთი

ტრაგიკული კადრები 31 წლის ბაბის კუციკუს დაკრძალვიდან – დედა უძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია

დღეს ბაბის კუციკუს, რომელიც მესოლონგიში სასტიკად მოკლეს, ოჯახი და მეგობრები საბოლოოდ გამოემშვიდობნენ. მისი დაკრძალვიდან მძიმე კადრები ვრცელდება და განსაკუთრებით ტრაგიკული ფიგურები არიან დედა და მისი დები, რომლებმაც ჯერ გაურკვევლობით სავსე დღეები გაიარეს, ხოლო შემდეგ მძიმე რეალობის წინაშე დადგნენ.

ამ დრომდე დაკავებულია 50 წლის ყასაბი, რომელსაც ბაბის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, თუმცა, პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის გარკვეული, მათ სურთ, დაადგინონ, რა მოხდა ბაბის მკვლელობამდე და ამის შემდეგ.

არსებობს ვარაუდი, რომ არიან ადამიანები, გარდა 50 წლის მამაკაცისა, რომელთაც იცოდნენ ბაბის მკვლელობის ამბავი, მაგრამ ჩუმად იყვნენ.

 

onalem

ტესტ