fbpx
საბერძნეთი

28 იანვრიდან ტემპერატურის კლება 10 გრადუსით – ატიკაში თოვას ორშაბათს პროგნოზირებენ

მიუხედავად დღევანდელი რბილი ამინდისა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მომდევნო სამი დღის მანძილზე მკვეთრ კონტრასტს პროგნოზირებს. როგორც უკვე ცნობილია, ამინდი ხვალიდან, 28 იანვრიდან უარესდება და ფენომენი 3 დღის მანძილზე იქნება აქტიური.

ხვალ ითოვებს მაკედონიის, თრაკის, თესალიისა და ცენტრალური სტერეას, ასევე, ევიასა და პელოპონისოს ტერიტორიებზე. ორშაბათს დილის საათებიდან თოვა მოსალოდნელია მაკედონიის დაბლობებზეც, სპორადესის კუნძულებზე, ეგეოსის კუნძულების მაღლობებსა და კრეტას ნახევრადმთიან რეგიონებში.

ატიკის რეგიონში თოვა მოსალოდნელია ორშაბათს, 29 იანვარს არა მხოლოდ ჩრდილოეთის მაღლობებზე, არამედ ზღვის დონიდან არც თუ ისე მაღლა მდებარე ტერიტორიებზეც.

აღნიშნული მოვლენები შენარჩუნდება სამშაბათის ჩათვლით, ხოლო შემდეგ, კლიმატური ფენომენი, ნელ-ნელა შესუსტდება.

onalem

ტესტ