fbpx
საბერძნეთი

“არსებობს დიდი მიწისძვრის საფრთხე” – ბერძენი სეისმოლოგების შეშფოთება

ბერძენი სეისმოლოგები საგანგებო ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, არსებობს საფრთხე, რომ თივაში ძლიერი მიწისძვრა მოხდეს.

როგორც უკვე ცნობილია, თივა ბოლო პერიოდში სეისმურად განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც სეისმოლოგებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა განმეორდეს კრეტას ვარიანტი.

“ამდენი მცირე მიწისძვრა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მოხდეს გაცილებით ძლიერი მიწისძვრაც, მოგვიანებით. თივას სეისმური ფილები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ეს ეს ხდება ქალაქთან ძალიან ახლოს. კრეტაზეც იგივე მდგომარეობა გვქონდა. მცირე ძალის მიწისძვრები დაიწყო დიდ მიწისძვრამდე ერთი თვით ადრე. ახლა ხდება მეცნიერული დაკვირვებები და მოგვიანებით, ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

თივა ისტორიული ქალაქი იყო, არქეოლოგიურმა სამსახურებმა ათობით სამუშაო ჩაატარეს, შემდეგ ეს ნანგრევები უკან მოიტოვეს და ზედ ხუთსართულიანო კორპუსები დააშენეს. სწორედ ამ შენობებს ემუქრებათ საფრთხე მიწისძვრის შემთხვევაში. ამ სახლების საფუძველი არამყარია, ამიტომ აუცილებლად უნდა მივიღოთ დამცველი ზომები,” ამბობს გერასიმოს პაპადოპულო.

სიახლოვის გამო, იმ შემთხვევაში, თუ თივაში მიწისძვრა დაფიქსირდება, ის საგრძნობი იქნება ათენშიც.

onalem

ტესტ