fbpx
სხვადასხვა

10 სუვენირი, რომელიც საბერძნეთში აუცილებლად უნდა შეიძინოთ

ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას სუვენირების შეძენა ერთგვარი ტრადიციაა. საბერძნეთიც არ არის გამონაკლისი, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანას უხვად აქვს ავთენტური ნივთები, რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და აუცილებლად გაგახსენებთ ბერძნულ გარემოს, როცა საკუთარ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეხედავთ ან დააგემოვნებთ.

რა არის ის ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ, თუკი საბერძნეთში მოხვდებით?!

თაფლი

პროდუქტი, რომელსაც საბერძნეთის თითოეულ რეგიონში, სოფელსა თუ კუნძულზე თავისი ვერსია აქვს. მათი გემო და შემადგენლობა დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მცენარეებსა და კლიმატზე, რომელიც კონკრეტული ადგილისთვის არის დამახასიათებელი. ერთი რამ უდაოა – თაფლი ბერძნული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

ხალვადოპიტა / ლუკუმი

ეს ტრადიციული ტკბილეული შეგიძლიათ შეიძინოთ ყველგან, საკმაოდ იაფია და ამავე დროს, ძალიან გემრიელი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნებისმიერ ადგილას იპოვით, “სამშობლოდ” მაინც კუნძული სიროსი სახელდება.

უზო

უზოს ბევრი აღწერა არ სჭირდება და თუ შეიძენთ, შეიძინეთ ის პართენონის ან ქალღმერთ ათენას გამოსახულების ბოთლში, რათა ბერძნული დღეები მეტი სიმძაფრით გაგახსენოთ.

მატი (თვალი)

“მატი” არის ნივთი, რომელსაც საბერძნეთის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მაღაზიასა თუ კიოსკში მოჰკრავთ თვალს და პირდაპირ ასოცირდება ამ ქვეყანასთან. ბერძნები ხომ ასეთი ცრუმორწმუნეები არიან, ამიტომაც სჯერათ, რომ თუ “თვალი გეცათ” საქმე ძალიან ცუდად წაგივათ, ამიტომ ყველას გვჭირდება ერთი “მატი” თავის დასაცავად.

ზეთისხილის ხისგან ხელით გამოთლილი ნაკეთობა

კრიალოსანი

ზეითუნის ზეთი და მისგან დამზადებული სხვა პროდუქტები

კერამიკის ხელნაკეთი რეპროდუქციები

სანელებლები და ჩაი, რომელიც დამზადებულია გამხმარი მცენარეებისგან.

გობელენები (ხელით ნაქსოვი სურათი/ხალიჩა)

 

onalem

ტესტ