fbpx
საზოგადოება

ჩვილი, რომელიც ქუჩაში მარტოდ მყოფი იპოვეს, დედას უბრუნდება – მან შესაძლოა მეურვეობა დაკარგოს

ბერძნული საზოგადოება შეძრა 11 თვის ბავშვის ამბავმა, რომელიც ელასონაში, შუა გზაზე, სრულიად მარტო მყოფი იპოვეს. ახალშობილი მიხოხავდა იმ ადგილას, სადაც მანქანები მოძრაობდნენ და ვიდრე რაიმე უბედურება შეემთხვეოდა, ის ერთ-ერთმა გამვლელმა გოგონამ ხელში აიყვანა და დამხარება ითხოვა.

ირკვევა, რომ ჩვილი დედას დაუბრუნდა, მაგრამ მკაცრი პირობებით. ფაქტობრივად, ქალმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია სათანადო მზურველობა გაუწიოს ბავშვს და მიაქციოს საჭირო ყურადღება. ამ ყველაფერს კი, ყოველ 15 დღეში ერთხელ სოციალური მუშაკი შეამოწმებს.

ელასონას მერი იუწყება, რომ თუ დადგინდება, რომ ბავშვის დედას არ შეუძლია სათანადოდ მოუაროს ბავშვს, სხვა ზომებს მიიღებენ და შესაძლოა მისი მეურვეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ჩვილი ამ მდგომარეობაში ნახა, ჯერ კიდევ შოკშია, მან ბავშვი 12:30 საათზე გზაზე მხოხავი იპოვა, მის უკან კი დიდი სატვირთო მანქანა მოდიოდა, რომლის მძღოლსაც თავისუფლად შესაძლებელია, რომ ბავშვი ვერ დაენახა და ეს ყველაფერი ტრაგედიით დასრულებულიყო.

onalem

ტესტ