fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“არ უნდოდა ცოლად გამომყოლოდა, მაგრამ 15 წლის შემდეგ დავითანხმე” – ათენში 87 წლის მამაკაცი და 85 წლის ქალბატონი დაქორწინდნენ

მათი სიყვარული 15 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ქორწინებით მხოლოდ გუშინ დაგვირგვინდა.

87 წლის ნიკოს პავლოპულო და 85 წლის მართა გუშინ ათენის მერიაში მივიდნენ და საკუთარი ქორწინება ოფიციალურად, კოსტას ბაკოიანის წინაშე გააფორმეს. როგორც მამაკაცი ამბობს, 15 წელი ეხვეწებოდა მართას, რომ ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ მას არ უნდოდა. საბოლოოდ კი, მაინც დაითანხმა, რომ ოფიციალურად მოეწერათ ხელი.

როგორც ამბობენ, ორივე მათგანი ქვრივი იყო და ერთმანეთი ტავერნაში გაიცნეს, მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ ერთად ყოფილიყვნენ.

ბატონ ნიკოს ერთი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს, მომდევნო დღეებში კი, საკუთარი ქორწინების ოჯახურ გარემოში აღნიშვნას გეგმავს.

onalem

ტესტ