fbpx
საზოგადოება

ათენი: ემიგრანტი ქალი მე-3 სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

ინციდენტის შესახებ Protothema.gr იუწყება. ათენში, ხოლარგოს ტერიტორიაზე, 50 წლის დამლაგებელმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და კორპუსის მესამე სართულიდან გადმოხტა.

როგორც მედია საშუალება იუწყება, ის არის ბულგარელი ქალი, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა და წლების მანძილზე დამხმარედ მუშაობდა.

მიზეზები, რის გამოც თვითმკვლელობა ჩაიდინა, იმ წერილში წერია, რომელიც ქალმა დაწერა და სახლში დატოვა.

სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. საქმეს ხოლარგოს-პაპაღუს განყოფილება გამოიძიებს.

onalem

ტესტ