fbpx
საზოგადოება

ათენი: ვრცელდება ვიდეო, როგორ ტოვებს საკუთარ შვილს 19 წლის ბერძენი გოგო კორპუსთან

პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ ტოვებს 19 წლის ბერძენი გოგონა საკუთარ 7 დღის შვილს სუპერმარკეტის ურიკით ერთ-ერთ კორპუსთან. მისი ვინაობა მალევე დადგინდა და ახალგაზრდა დედა დანაშაულს აღიარებს. ამის პარალელურად ის შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს მის გასაზრდელად, მიუხედავად გაჭირვებისა.

როგორც ცნობილია, გოგონა 50 მეტრის მოშორებით ცხოვრობს იმ კორპუსიდან, სადაც ჩვილი მიატოვა. ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი შიშის გამო გააკეთა. ბავშვის მამამ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის, რადგან რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ.

ცნობილია, რომ გოგონა აღმზრდელ დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც 2.5 წლის ასაკში იშვილა და პატარა ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

onalem

ტესტ