fbpx
საზოგადოება

კონტროლი ათენში: “ჩვენ არ გვაინტერესებს გაქვთ თუ არა საბუთები, არამედ ის, ხართ თუ არა გაფორმებული”

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. Alpha TV-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ბერძნულ ბიზნეს დაწესებულებებს ხშირად აკითხავს საგადასახადო სამსახური შემოწმებისთვის.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, აღმოჩნდა, რომ თანამშრომლები, რომლებიც უკანონოდ მუშაობდნენ, სარდაფში ჩაიკეტნენ, რათა ისინი საგადასახადო სამსახურის კონტროლიორებს არ ენახათ. თუმცა, უშედეგოდ, ისინი მაინც იპოვეს და ბიზნესის მფლობელი შესაბამისად დაჯარიმდა.

როცა მამაკაცი მათ კარის გაღებას სთხოვს, გარკვევით ეუბნება, რომ მათი ინტერესი მხოლოდ ის არის, არიან თუ არა გაფორმებული შესაბამის სახელმწიფო სტურქტურაში და არა ის, აქვთ თუ არა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები.

საერთო ჯამში შემოწმება სამხრეთ სანაპირო ზოლზე, პალეო ფალიროდან გლიფადამდე ჩატარდა. კონტროლიორებმა იპოვეს მინიმუმ 10 უკანონოდ მომუშავე თანამშრომელი.

onalem

ტესტ