fbpx
საზოგადოება

მძიმე კადრები ლუნა პარკიდან: როგორ გარბის გარდაცვლილი გოგონას დედა შვილისკენ, რომელსაც სასწაულის იმედი აქვს (ვიდეო)

პარასკევს ღამით ვოლოსის ლუნა პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია ფაქტმა, რომ 2009 წელს ხალკიდაში მსგავსი ინციდენტი მოხდა, ამავე სახის ატრაქციონიდან გადმოვარდა 9 წლის გოგონაც , რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიღო. აღნიშნული პარკი, რომელიც ხალკიდაში მდებარეობს, ამავე ქალის საკუთრებაშია.

შეგახსენებთ, რომ ლუნა პარკის მფლობელი განყოფილებიდან მალევე გაათავისუფლეს.

“ისინი მკვლელები არიან. ჩემი შვილი 10 მეტრის სიმაღლეზე იყო და გადმოვარდა. მას ელენთა ამოკვეთეს. არ არსებობს კონტროლი, არ არსებობს დაცვა,” ამბობს გოგონას დედა.

პროკურორის ბრძანების საფუძველზე, ლუნა პარკში ექსპერტები მივლენ, რათა თითოეული ატრაქციონი შემოწმდეს.

ვრცელდება მძიმე კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ გარბის 14 წლის გოგონას სასოწარკვეთილი დედა სასწრაფო დახმარების მანქანისკენ. მას სასწაულის იმედი აქვს, მაგრამ რაღაც მომენტში მისი გული ვეღარ უძლებს და ძირს ეცემა. ქალს იქ მყოფები ეხმარებიან, რომ გონზე მოვიდეს.

საავადმყოფოში სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება გარდაცვლილი მოზარდის მამაც, რომელიც შვილის ამბის გაგების შემდეგ, ცუდად გახდა და კლინიკაში გულის პრობლემით გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონს არაპროფესიონალი პაკისტანელი მართავდა, რამაც ტრაგედია გამოიწვია.

onalem

ტესტ