fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

გლიფადა: 54 წლის მამაკაცი სკოლის ეზოში სექსუალური ქმედებების განხოციელების ბრალდებით დააკავეს

დღეს გლიფადის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში 54 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასწავლო კომპლექსში მივიდა, სადაც განთავსებულია როგორც სკოლა, ასევე საბავშვო ბაღი და ბავშვების თანდასწრებით საკუთარი თავის სექსუალურად დაკმაყოფილებას თავად ცდილობდა.

როდესაც აღნიშნული ტერიტორიის მკვიდრმა მამაკაცი დაინახა, სასწრაფოდ პოლიციას შეატყობინა და ის დააპატიმრეს. თუმცა, როგორც ათენი-მაკედონიის საინფორმაციო სააგენტო იუწყება, მოგვიანებით ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას ბრალად ედება სექსუალური ღირსების შელახვა, სკანდალის მოწყობა და სხვა ადამიანებისთვის ფსიქოლოგიურად საზიანო ქმედებების განხორციელება.

onalem

ტესტ