fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა, საკუთარი მამის ნაცვლად, სრულიად უცნობი ქალი დაკრძალა

ბერძენი მამაკაცი, დიმიტრის კინიგოპულო, სოციალური ქსელის საშუალებით აღშფოთებას გამოხატავს და იუწყება იმ უსიამოვნო შემთხვევის შესახებ, რაც მის ოჯახს გადახდა თავს.

ირკვევა, რომ კინიგოპულომ 6 დღეში ორივე მშობელი დაკარგა. მოგვიანებით კი, მამის დაკრძალვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რეალურად სრულიად სხვა ადამიანი ესვენა სასახლეში. მისი თქმით, დაუკავშირდნენ და იკითხეს ქალბატონის შესახებ, რომელიც უნდა დაეკრძალათ, მაგრამ უკვე დამარხული იყო, სწორედ მის მიერ.

სხვა ადამიანების შეცდომის გამო, კინიგოპულოს სხვა გარდაცვლილი მიუსვენეს, რომელიც საკუთარი მამა ეგონა და ყველა წესის მიხედვით, საპატიოდ დაკრძალა. საბოლოოდ კი, მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, დღეს მიუსვენეს მამის ცხედარი, ხოლო ქალი თავის ოჯახს დაუბრუნეს.

onalem

ტესტ