fbpx
საზოგადოება

ათენი: მამაკაცი, რომელიც პარლამენტის ტერიტორიაზე მანქანით შეიჭრა, ფსიქიატრიულში მოათავსეს

გუშინ ათენის ცენტრში მომხდარი უცნაური ინციდენტი 59 წლის მამაკაცისთვის კარგად არ დასრულებულა. მან თითქმის ნახევარი ქალაქი დიდი სისწრაფით გაიარა და საბოლოო პარლამეტის შენობის ტერიტორიაზე შევარდა, მას შემდეგ, რაც ბარიერები გაანგრია.

მძღოლს, როგორც აღმოჩნდა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ის სასწრაფოდ “სოტირიას” საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შემოწმება ჩაუტარდა.

ცნობილია, რომ მან პოლიციას დაკავებისთანავე უთხრა, რომ ფსიქიკური დარღვევები ჰქონდა და ექიმს უნდა გაესინჯა. ამასთანავე, აღმოაჩნდა გარკვეული აბებიც.

შემთხვევის შემდეგ გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ არის მიღებული პარლამეტთან სპეციალური უსაფრთხოების ზომები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, გარდა ამისა, მამაკაცი ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა ქუჩაშიც, სადაც ის მანქანას უკონტროლოდ მართავდა და არ ჩერდებოდა მანამ, სანამ პარლამენტის ბარიკადები არ გაანგრია და ტერიტორიაზე შევარდა.

მამაკაცმა 33-ჯერ გაიარა წითელ შუქნიშანზე.

ის ამ დრომდე საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში რჩება.

onalem

ტესტ