fbpx
საზოგადოება

“ცოცხალი ვარ! მითხარით, რომ ცოცხალი ვარ” – 21 წლის ბიჭი ცეცხლმოდებული გემიდან გამოიხსნეს

გავრცელებული ინფორმაციით, კერკირასთან დამწვარი გემიდან 21 წლის ბიჭი გაათავისუფლეს. ბელორუსის მოქალაქე 54 საათის მანძილზე იყო მომწყვდეული გემის ქვედა ნაწილში და როდესაც პირველად გაიგო მაშველების მიახლოვების ხმა, დაიყვირა: “ცოცხალი ვარ! მითხარით, რომ ცოცხალი ვარ.” 

ახლგაზრდას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ის გემიდან მომღიმარი ჩამოვიდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იქ 54 საათი გაატარა, ბედნიერია, რომ გადარჩა და ფეხი ხმელეთზე დადგა.

როგორც ცნობილია, ოპერაცია, რომ სხვა სხვა გაუჩინარებულებსაც მიაგნონ, ჯერ კიდევ გრძელდება. გადარჩენილმა მგზავრმა მაშველებს მხოლოდ ის უთხრა, რომ სხვა არავინ დაუნახავს, მხოლოდ ხმები ესმოდა.

ბელორუსის მოქალაქე კერკირაზე უკვე გადაიყვანეს და საავადმყოფოში, პრევენციის მიზნით, შემოწმება ჩაუტარდება.

onalem

ტესტ