fbpx
საზოგადოება

ბოშები ვერ იაზრებენ კორონავირუსის საფრთხეებს – ცეკვა, ზეიმი და ცხვრის შეწვა!

წარმოუდგენელი კადრები ალექსანდრიიდან და სერესის ირაკლიადან ვრცელდება. ბოშები არ ითვალისწინებენ არანაირ დადგენილ წესებს და ისე ცხოვრობენ, თითქოს კორონავირუსის საფრთხე არ არსებობს. სავარაუდოდ, მათ შესაბამისად ვერ გაუაზრებიათ, თუ რასთან აქვს საქმე, არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ მთელ მსოფლიოს.

როგორც ცნობილი გახდა, წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით მათ ზეიმი მოაწყვეს, ცხვრებს წვავდნენ, ყველანი ერთად ცეკვავდნენ და არ იცავდნენ არანაირ დისტანციას. ანუ აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც საბერძნეთში კანონით აიკრძალა, პანდემიის ფონზე.

როგორც ცნობილია, ბოშები შედიან მოწყვლად ჯგუფებში, ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, ლარისას დასახლებაში მათ გაითვალისწინეს ნიკოს ხარდალიასისა და სოტირის ციოდრასის მითითებები და დაემორჩილნენ უსაფრთხოების წესებს.

სამწუხაროდ, ალექსანდრიიდან და სერესიდან განსხვავებული კადრები ვრცელდება:

onalem

ტესტ