fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: ქვეყანა “პრობლემური ბავშვიდან” მსოფლიო მაგალითად იქცა

“არავის სჯეროდა, რომ საბერძნეთი, რომელიც წლების წინ, კრიზისის გამო, “პრობლემურ ბავშვად” მოიხსენიებოდა, ევროპის ქვეყნებს შორის, ლიდერია პანდემიასთან ეფექტური ბრძოლის თვალსაზრისით. ის არის პიონერი კორონავირუსთან ბრძოლაში,” – წერს ავსტრიული გაზეთი, Oberoesterreichische Nachrichten.

გაზეთის მიხედვით, საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელთანაც ავსტრიას თანამშრომლობა და კონსულტაციების გავლა სურს, სამომავლოდ.

ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამ დროისთვის ინფიცირების მხოლოდ 2.506 შემთხვევა და 132 გარდაცვალება ფიქსირდება.

სტატიაში აღწერილია საბერძნეთის მთავრობის თითქმის ყველა ნაბიჯი, რომელმაც ქვეყანა კატასტროფისგან იხსნა: გაუქმებული კარნავლები და ექსკურსიები, დახურული სკოლები და მაღაზიები, კაფე-ბარები და რესტორნები, აიკრძალა გადაადგილება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს მოხდა დროულად.

Oberoesterreichische Nachrichten-ის მიხედვით, ავსტრიამ საბერძნეთს 181 კონტეინერი სამედიცინო მასალა გაუგზავნა, რომელიც იმიგრანტთა ბანაკებში დანაწილდა.

onalem

ტესტ