fbpx
ჯანმრთელობა

უპრეცენდენტო შემთხვევა ათენში: ქალს, რომელიც საავადმყოფოდან გაწერეს, 2 კვირაში კორონავირუსი ისევ დაუდგინდა

ტელეკომპანია ERT-ის სიუჟეტის მიხედვით, ქალი ათენში, “ევანგელისმოს” საავადმყოფოში იყო მოთავსებული და კორონავირუსზე მკურნალობდა. მან მარტის ბოლო რიცხვებში მიმართა საავადმყოფოს და როდესაც კარგად გახდა, 6 აპრილს, სახლში გაწერეს.

მიუხედავად ამისა, დაახლოებით 2 კვირაში მან თავი ისევ ცუდად იგრძნო და საავადმყოფოში მივიდა შესამოწმებლად. 25 აპრილს მისმა ტესტმა ისევ დადებითი პასუხი აჩვენა.

ეს კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანს ვირუსი განუმეორდა, საბერძნეთში ამ დროისთვის უპრეცენდენტოა და ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაცია იკვლევს.

ამ საკითხზე სოტირის ციოდრასმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

‘ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტესტის პასუხები უარყოფითს აჩვენებს, მაგრამ ხალხი ნამდვილად ავად არის. ეს შეიძლება იყოს ტესტირების ცუდი ტექნიკის ბრალი, ანუ ტესტის ჩატარება არ ხდება სწორად. მაგრამ ასევე, შეიძლება ვირუსი დარჩეს ადამიანის ორგანიზმში და არ გამოიწვიოს სერიოზული მდგომარეობა და არ იყოს გადამდები.”

 

onalem

ტესტ