fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ენცეფალიტის ვირუსის შემთხვევა კრეტაზე – რას ამბობს საავადმყოფოს ადმინისტრაცია

77 წლის მამაკაცი დასავლეთ ნილოსის ინფექციით დაავადდა, რის შედეგადაც ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება) განუვითარდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაბორატორიული გამოკვლევების მიხედვით, 77 წლის მამაკაცს აღნიშნული ვირუსის დიაგნოზი ოფიციალურად დაუსვეს. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი საავადმყოფოში წინა დღეებშიც იმყოფებოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორატს აღნიშნული ვირუსის იდენტიფიცირების პირველი მომენტიდანვე შეატყობინეს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ყველა საჭირო ზომა.

პაციენტი საავადმყოფოდან 6 სექტემბერს გაწერეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ვირუსის შესახებ მთელი ქვეყნის საავადმყოფოების პერსონალს მიაწოდა ინფორმაცია. მათ ჯანდაცვის სამინისტორდან მითითებები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ნილოსის ინფექცია გამოწვეულია კოღოების გადატანილი ვირუსით. დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას მსუბუქი არ აქვთ ნიშნები ან სიმპტომები ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად ტემპერატურის მომატება და თავის ტკივილი აქვთ. ზოგჯერ დასავლეთ ნილოსის ვირუსმა სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის ტვინის ანთება.

დასავლეთ ნილოსის ვირუსული ინფექციის მსუბუქი ნიშნები და სიმპტომები როგორც წესი თავისით ქრება. უფრო მწვავე ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად მწვავე თავის ტკივილი, ცხელება, დეზორიენტაცია და უეცარი სისუსტე, გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

კუნძულ კრეტაზე დასავლეთ ნილოსის ვირუსი კოღოების საშუალებით ვრცელდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადმაიანებმა უნდა დაიფარონ რაც შეიძლება მეტი კანი ტანსაცმლით.

onalem

ტესტ