fbpx
საზოგადოება

“ანტი-კორონა” წვეულება ცნობილ კაფე-ბარში – დისტანციის და ნიღბების გარეშე

კადრები, რომლებსაც Protothema.gr ავრცელებს, კუნძულ როდოსიდან არის და აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულზე ყველაზე ცნობილ კაფე-ბარში “ანტი-კორონა” წვეულება მოაწყვეს და არ იყო დაცული უსაფრთხოების არცერთი ზომა.

თანამშრომლები არ ატარებდნენ ნიღბებს, ხოლო კლიენტები არ იცავდნენ არანაირი დისტანციას ერთმანეთისგან. ბარი ხალხით იყო გადატვირთული.

მედია წერს, რომ ფრანკფურტში, ზომების მოხსნის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი დახურულ სივრცეში მღეროდა, 100-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით.

უცნობია, დაჯარიმდა თუ არა ხელმძღვანელობა არსებული მდგომარეობის გამო ამ ბარში.

onalem

ტესტ