fbpx
საზოგადოება

დღეს! საბერძნეთში მაღაზიები Click Away-ს გზით მუშაობას იწყებენ – რა უნდა ვიცოდეთ?!

დღეს 13 დეკემბერია, რაც ნიშნავს, რომ საბერძნეთში მაღაზიები მუშაობას იწყებენ, მხოლოდ და მხოლოდ Click away-ს მეთოდით. განვითარების სამინისტრომ აღნიშნული მეთოდი შეიმუშავა იმისთვის, რომ მაღაზიების ნაწილმა მაინც შეძლოს სადღესასწაულო პერიოდში ფუნქციონირება, ვინაიდან მათი ზარალი უკვე ძალიან დიდია.

კერძოდ, დღეიდან მომხმარებლებს შეეძლებათ ელექტრონულად ან ტელეფონის საშუალებით შეუკვეთონ სასურველი პროდუქტი და გადაიხადონ თანხა ბარათის საშუალებით ან ვებ-გვერდზევე, ან ადგილზე, აპარატის საშუალებით. შემდეგ, მაღაზიის თანამშრომელი ნიშნავს ვიზიტს კონკრეტულ დროს, რათა მომხმარებელი მივიდეს შეკვეთის წამოსაღებად.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 იანვარს, ღიაა სუპერმარკეტებიც და მუშაობენ დოლის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

ასევე, შეიცვალა გადაადგილების აკრძალვის საათები და ნაცვლად 21:00 საათისა, გარეთ გასვლა იკრძალება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე (გარდა მიზეზებისა 1 და 6).

აღსანიშნავია, რომ პროფესორი, მანოლის დერმიძაკისი აცხადებს, რომ თუ Click away არ იმუშავებს სწორად, მოსალოდნელია სიტუაციის კიდევ უფრო გართულება.

“მაწუხებს, რომ შეიქმნება დიდი რიგები და ხალხი არ დაიცავს დისტანციას. ვიმედოვნებ, რომ ეს მეთოდი იმუშავებს სწორი გზით,” აცხადებს პროფესორი.

ხვალ, 14 დეკემბერს იხსნება წიგნების მაღაზიები და სილამაზის სალონები.

*სალონები, რომლებიც მუშაობენ პედიკურ-მანიკურზე, არ გაიხსნებიან.

onalem

ტესტ