fbpx
კრიმინალი

სკანდალი საბერძნეთში: როდოსზე ორი ბერძენი მუსლიმი თურქეთისთვის მუშაობის ბრალდებით დააკავეს

როდოსზე ორი ბერძენი მუსლიმის დაკავების ამბავი ბომბივით გასკდა. მათ ჯაშუშობასა და თურქეთისთვის მუშაობაში სდებენ ბრალს და მას შემდეგ დააკავეს, რაც დადგინდა, რომ ერთ-ერთი, 35 წლის მუსლიმი, კასტელორიზოზე ბერძნულ საბრძოლო გემებს, ბანაკებსა და დაცვას ფოტოებს უღებდა და მასალას თურქეთის საკონსულოს თანამშრომელს, მეორე ბრალდებულს უგზავნიდა.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათგანი როდოსსა და კასტელორიზოს შორის მოძრავ გემზე მზარეულად მუშაობდა, ხოლო მეორე, როდოსზე მდებარე თურქეთის საკონსულოში მდივანი იყო.

35 წლის მამაკაცი თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით ნამოქმედარი აღიარა. ორივე მათგანს ჯაშუშობა ედება ბრალად და ამ ეტაპისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰყავდათ თუ არა მათ კიდევ სხვა მოკავშირეები.

მდივნისა და 35 წლის მზარეულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ლეპტოპები და USB, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

onalem

ტესტ