fbpx
კრიმინალი

ხელოსანი კონდენციონერის შესაკეთებლად მივიდა და ქალი ნაჯახით მოკლა – სასტიკი მკვლელობა თესალონიკში

დღეს დილით თესალონიკში, კერძოდ კალამარიას ტერიტორიაზე, 63 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. პოლიციამ საქმე პირველი მომენტიდანვე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით, რადგან აშკარა იყო კრიმინალური დანაშაული.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, 63 წლის ქალი 31 წლის მამაკაცმა მოკლა, რომელიც მის სახლში კონდენციონერის შესაკეთებლად მივიდა.

ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რატომ ჩაიდინა ახალგაზრდა მამაკაცმა მკვლელობა, თუმცა, დადასტურებული ცნობებით, ქალი ნაჯახით არის მოკლული.

63 წლის ბერძენი სახლში საკუთარმა შვილმა სისხლის გუბეში იპოვა.

როგორც ექსპერტი ამბობს, ქალს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

onalem

ტესტ