fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დაკავებულია 29 წლის მამაკაცი, რომელმაც ყოფილ პრემიერს ბომბი გაუგზავნა

საბერძნეთის პოლიციამ 29 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის ყოფილ პრემიერს, ლუკას პაპადიმოს, შეფუთული ბომბი გაუგზავნა. როგორც უკვე იცით, პაპადიმომ დაზიანებები მუცლის არეში მიიღო, რის გამოც ოპერაციაც ჩაუტარდა.

29 წლის მამაკაცი აქამდე ნასამართლევი იყო სხვადასხვა დანაშაულისთვის და სასჯელს ორი წლის მანძილზე იხდიდა. ანტი-ტერორისტული ორგანიზაციის ინფორმაციით, მას ასევე ბრალად ედება გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ სოიბლესთვის ბომბის გაგზავნა.

ასაფეთქებელ ნივთიერებებზე, რომლებიც ექსპერტიზისთვის ბერლინში გადაიგზავნა, მისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა.

დამნაშავეს ბინა ატიკას ტერიტორიაზე ჰქონდა ნაქირავები.

ის ბინის გარეთ დააკავეს. პოლიციამ სახლში აღმოაჩინა 8 ყალბი პირადობის მოწმობა, პორტატული კომპიუტერები, პლასტიკური ჭურჭელი, რომელშიც სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, მათ შორის ისეთი, რომლის დასახელებაც პოლიციისთვის ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ