fbpx
კრიმინალი

ომონია: პოლიცია ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ყველა უსაფრთხოების კამერას ამოწმებს

ომონიაზე მომხდარი ინციდენტი ბერძნული მედიის მუდმივი განხილვის საგანია. ცნობილი გახდა, რომ პოლიცია აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ყველა უსაფრთხოების კამერას ამოწმებს, რათა დაადგინოს კონკრეტულად რა ვითარებაში და რა მიზეზით გარდაიცვალა ძვირფასეულობის მაღაზიაში შეჭრილი მძარცველი, ზახარია კოსტოპულო.

უკვე გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ კოსტოპულოს მაღაზიის მეპატრონის გარდა, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების ბრალდებით დააკავეს, გამეტებით ურტყამს კიდევ ერთი პირი, რის ფონზეც, საბოლოოდ გარეთ გამოსული მძარცველი ვეღარ გარბის და სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის.

ადგილზე მობილიზებული პოლიცია ცდილობს კოსტოპულოს ხელიდან გამოგლიჯოს მინის ნატეხი, რომელიც მან ვიტრინის ჩამსხვრევის შედეგად აიღო. რეალურად, მას არაფრის გაკეთება შეეძლო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ფაქტია, რომ მის მიერ ჩადენილ ერთ დანაშაულს, მოჰყვა მეორე, მისი სიკვდილამდე ცემა.

ოფიცრები იძიებენ შემთხვევის ყველა გარემოებას, რათა კონკრეტული ბრალი წაუყენონ, როგორც მაღაზიის მეპატრონეს, ასევე მეორე მამაკაცს, რომელიც მის სასტიკ ცემაში მონაწილეობდა.

onalem

ტესტ