fbpx
კრიმინალი

რა როლი შეასრულა ბერძენმა მღვდელმა რიხარდოს “ოქროს კონტრაბანდის” სქემის ამოხსნაში?

ათენის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაახლოებთ 17 თვის წინ, 2017 წლის ივნისში, კუნძულ ზაკინთოსზე ერთი მღვდელი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ კუნძულზე მოქმედი ერთ-ერთი ლომბარდის მაღაზია ეკლესიიდან ძვირფას ნივთებს იპარავდა. მან აღნიშნა, რომ საკუთარი თვალით ნახა ეკლესიიდან მოპარული ნივთები, რომლებიც ლომბარდში თვალსაჩინო ადგილზე იყო გამოფენილი.

დაუყოვნებლივ შემოწმდა აღნიშნული ლომბარდები ზაკინთოსზე, პირგოსსა და ამალიადაში. შედეგად, პოლიციამ 2 იარაღი, იარაღის სათვალეები, 43 ოქროს ფუნტი, 9 ძვირადღირებული საათი, დიდი რაოდენობით საიუველირო ნაწარმი და 66,930 ევროს ოდენობის თანხა აღმოაჩინა. არცერთ ნივთს არ ჰქონდა კანონიერი საბუთი, ფაქტია, რომ მათი წარმომავლობა არაკანონიერი იყო და ისინი მოპარული გახლდათ.

როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სწორედ ზაკინთოსელი მღვდლის ეს საჩივარი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოქროს კონტრაბანდის სქემის ამოსახსნელად და 59 ეჭვმიტანილის დასაკავებლად, რომელთა შორის ლომბარდების ქსელის მეპატრონე, დიმიტრის რიხარდო მილონასია.

 

 

 

onalem

ტესტ