fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ორი შვილი მყავდა გასაზრდელი, მრცხვენია, მაგრამ ფულისთვის ვმუშაობდი” – დიმიტრა ციადაკი

დიმიტრა ციადაკი ახლა ბედნიერია, მაგრამ საკუთარ შეცდომას ძალიან ნანობს. დამლაგებელი, რომელმაც ციხეში 23 დღე გაატარა, ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შვილების გამო გააკეთა და იმისთვის, რომ სამსახური ეშოვა, სკოლის ატესტატი გააყალბა.

ციადაკის თქმით, ის სასჯელს იმსახურებდა, მაგრამ არა ისეთს, როგორიც ელოდა. 10 წლიანი პატიმრობა ერთი დიდი უსამართლობა იქნებოდა ქალისთვის, რომელიც 18 წელი საკუთარ საქმეს პატიოსნად ემსახურა.

“ორი შვილი მყავდა გასაზრდელი და ორივე დიდი წვალებით გავზარდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიღირდა. მე ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას, მაგრამ მე ვმუშაობდი, რათა ფული ამეღო და ჩემი შვილებისთვის რაიმე გამეკეთებინა.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ძალიან მინდა, რომ ძველ სამსახურს დავუბრუნდე. ძალან დიდ მადლობას ვუხდი მათ, ვინც გვერდით მედგა და მიდგას,” ამბობს ციადაკი.

onalem

ტესტ