fbpx
საბერძნეთი

საქართველო ისევ სიის გარეთ: საბერძნეთში მოგზაურობის წესები და აკრძალვები

Notam-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც სასაზღვრო წესები და აკრძალვები, რომლებიც ქვეყნებს შორის მიმოსვლას ეხება, 8 ოქტომბრამდე კვლავ ძალაში დარჩება.

იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს ან მუდმივ მაცხოვრებლებს აქვთ უფლება საბერძნეთის საზღვარი გადმოკვეთონ (გარდა ევროკავშირისა), ასე გამოიყურება:

ავსტრალია, ჩრდილოეთ მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, კანადა, ბელორუსი, ბაჰრეინი, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, კატარი, ჩინეთი, ქუვეითი, უკრაინა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სინგაპური, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ალბანეთი, იაპონია, ლიბანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, იორდანია, მოლდოვა, ბრუნეი, სან მარინო, ანდორა, ვატიკანი, მონაკო, თურქეთი, კოსოვო და ახლა უკვე ტაივანიც.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში ჩამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არიან ან პარალელურად საბერძნეთის მოქალაქეებიც, ან ფლობენ ბინადრობის ნევართვას (ადია დიამონის). ასევე, თუ არიან ევროკავშირის წევრი ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებლები ან მოქალაქეები.

სავალდებულოა ტესტის გაკეთება გამომგზავრებამდე და PLF ფორმის შევსება შემდეგ ელ. მისამართზე: https://travel.gov.gr/#/. თუ გაკეთებული გაქვთ აცრა, წარმოადგენთ მხოლოდ ვაქცინაციის სერთიფიკატს, თუკი გასულია 14 დღე მეორე დოზის მიღებიდან.

ასევე, შესაძლებელია, წარმოადგინოთ ცნობა, რომ ინფიცირებული იყავით კორონავირუსით.

ბავშვებისთვის ეს ვალდებულებები მოქმედებს 12 წლიდან და ზემოთ. 12 წელს ქვემოთ მცირეწლოვნებს არ სჭირდებათ ტესტი ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცხადია, სავალდებულოა პირბადის ტარება.

onalem

ტესტ