fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ქსილოკასტროში – ცეცხლს 41 მეხანძრე და 4 თვითმფრინავი ებრძვის

ბერძნული მედიის ცნობით, ქსილოკასტროში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრეთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.

ხანძარი კონკრეტულად ელინიკოს ტერიტორიაზე გაჩნდა.

სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, მუშაობს 41 მეხანძრე, 19 მანქანა, 4 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.

ცეცხლი ტყის ტერიტორიაზე მძვინვარებს და დასახლებულ ადგილებს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ