fbpx
საზოგადოება

მონიკა ბელუჩი საბერძნეთის კუნძულზე ისვენებს – პაროსი მისი ფავორიტია

ცნობილი იტალიელი მოდელი და მსახიობი, ყველასათვის საყვარელი მონიკა ბელუჩი ზაფხულის ცხელ დღეებს კუნძულ პაროსზე ატარებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი პაროსზე გრძელ თეთრ კაბაში სეირნობს და მთელი კუნძული აალაპარაკა ფაქტმა, თუ როგორი სიყვარულით საუბრობს მსახიობი საბერძნეთზე.

მონიკა ბელუჩიმ ერთ-ერთ რესტორანში ისადილა, რომლის მფლობელმაც ბერძნულ მედიას ინტერვიუ მისცა:

“მას საბერძნეთი ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი, კუნძული პაროსი, სწორედ ამიტომ არის ყოველ წელს აქ. ყველას უნდა მასთან საუბარი. ძალიან კეთილია და ყველას ესალმება. კერძები, რომლებიც გასინჯა, უბრალოა და ხმელთაშუაზღვიურ გემოვნებაზე დაფუძნებული. რესტორანში საათნახევარი გაატარა და ძალიან კარგი ატმოსფერი შექმნა.”

onalem

ტესტ