fbpx
საზოგადოება

პატრა: ავტორბოლის დროს შეჯახების შედეგად 6 წლის ბავშვი კომაში ჩავარდა – ის სანახაობას ესწრებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე შემთხვევა პატრაში, ავტორბოლის სანახაობაზე მოხდა. დაშავებულია 6 წლის ბიჭი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული და კრიტიკულ მდგომარეობაშია. მას დაზიანებები აქვს მიღებული თავის არეში და ექიმები იძულებულნი გახდნენ, მართვითი სუნთქვის აპარატზე შეეერთებინათ. ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ როგორც კი ბიჭი ნახა, პირველივე წუთებიდან მიხვდა, რომ კომურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.

ირკვევა, რომ ბიჭი ოჯახის წევრებთან ერთად რბოლას ესწრებოდა და გამყოფი ჯებირის უკან იდგა (არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ ის ჯებირზე ზემოდან იყო გადმომდგარი), სწორედ ამ დროს ორი მანქანა ჯერ ერთმანეთს, ხოლო ერთ-ერთი შემდეგ ჯებირს შეეჯახა და მცირეწლოვნის მძიმედ დაშავება გამოიწვია.

ადგილზე სწრაფად მობილიზდა მედიკოსთა ჯგუფი და დაშავებული რიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორგანიზატორებმა და პოლიციამ ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე რბოლა საერთოდ შეწყვიტეს.

როგორც ცნობილი გახდა, პოლიცია მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს, ხოლო ამ რბოლების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები უკვე გადაიყვანეს პატრას განყოფილებაში გამოკითხვაზე.

onalem

ტესტ