fbpx
საზოგადოება

“მეუბნებიან, რომ ანგელოზად იქეცი, ბოლომდე ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის, მარტოც რომ დავრჩე” – მარია კარისტიანუ

28 თებერვალს ისევ გაიხსნა ყველა ის ჭრილობა, რომელიც ტემპიში დაღუპულთა ოჯახებს ჯერ კიდევ არ შეხორცებიათ. უმძიმესია თითოეული დედის, მამის, ძმის მოსმენა, როცა ჰყვებიან ტრაგედიის ღამის შესახებ და კიდევ უფრო მძიმეა იმის გამო, რომ 1 წლის შემდეგად კი, ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა სამართლის აღსადგენად.

საზოგადოება უკვე იცნობს ქ-ნ მარია კარისტიანუს, 20 მართი ფსაროპულოს დედას, რომელიც მატარებლის ერთ-ერთი მგზავრია. ქალი მსხვერპლთა ოჯახების გაერთიანების პრეზიდენტია და ბრძოლას არ წყვეტს, რომ მისი შვილის სულისთვის სიმშვიდე მოიპოვოს.

“ერთი წელი, ჩემო მართი… ჩემო სინათლევ… მეუბნებიან, რომ ანგელოზად იქეცი, რომ არ ვიდარდო. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სამართლიანობა აღსრულდეს, შენთვის და ყველასთვის, ვინც შენთან ერთად დაგვტოვა.”

ქ-ნ მარიამ ისაუბრა ევროპარლამენტშიც და ყოველთვის აღნიშნავს, რომ არ აპირებს გაჩერდეს, აპირებს, იბრძოლოს ბოლომდე, თუნდაც მარტომ, რადგან 57 ადამიანის სულმა სიმშვიდე მოიპოვოს.

“ტრაგედიის ადგილი და სასაფლაო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად იქ დამთავრდა ჩემთვის სამყარო,” ამბობს ქალი.

onalem

ტესტ