fbpx
საზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი: წვიმა, ქარი და სეტყვა საბერძნეთში კვირის ჩათვლით

ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 27 იანვრამდე საბერძნეთს ახალი ფენომენის გააქტიურება ელის, რომელიც მოიტანს წვიმას, ქარს და სეტყვას ზოგიერთ რეგიონში.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, წვიმა მოსალოდნელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შტორმი და სეტყვა კი კუნძულებსა და სანაპირო ზოლებში.

ხვალ და ზეგ ნავარაუდევია ძლიერი ქარიც, რომლის ძალაც ზოგიერთ ტერიტორიაზე 8-9 ბალსაც კი მიაღწევს.

25-27 იანვარს ფენომენმა შესაძლოა კვლავ გამოიწვიოს თოვლი მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, მაკედონიის დაბლობებზეც კი.

მეტეოროლოგ იანის კალიანოსის ცნობით, ძლიერი და გადაუღებელი წვიმები ქვეყანაში პრობლემებს შექმნის და შესაძლოა მდინარეები ადიდდეს, გარდა ამისა, არის მეწყერის საშიშროებაც. ასეთი შემთხვევები კი კუნძულებზე ბოლო დროს დაფიქსირდა კიდეც, როდესაც სახლები, ნიადაგის ჩამოშლის შედეგად, კლდეების პირას აღმოჩნდა.

მომდევნო ოთხი დღე ამ მხრივ განსაკუთრებით კრიტიკულია. იხილეთ რუკა:

onalem

ტესტ