fbpx
საზოგადოება

ათენის ტრანსპორტის ბილეთის ფასები იცვლება – ქალაქის ხუთი ზონა!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბილეთების ფასები სულ მალე შეიცვლება და რამდენიმე დღეში კონკრეტული ინფორმაცია გვექნება, თუ რა მანძილზე რა ფასის ბილეთის შეძენა შეგვეძლება.

ამ დროისთვის არ აქვს მნიშვნელობა, გადიხართ 20 გაჩერებას, თუ გადიხართ მხოლოდ ორს, თქვენ ერთი და იგივე ფასს იხდით. ტრანსპორტის სამინისტროს ამოცანა კი სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მცირე მანძილზე გადაადგილებისას, ბილეთის ფასიც ნაკლები იყოს.

გამომდინარე აქედან, პირველ ეტაპზე, ატიკის რეგიონი დაიყოფა ხუთ ზონად:

  • პირველ ზონაში შევა ათენის ცენტრი, პირეას ცენტრი და მახლობელი მუნიციპალიტეტები.
  • მეორე ზონაში შევა ჩრდილოეთ გარეუბნები: აგია პარასკევი, ხალანდრი, კიფისია, ასევე სამხრეთ გარეუბნები: ვულა, ვულიაღმენი, ვარკიზა.
  • მესამე ზონაში შევა ატიკის აღმოსავლეთითა და დასავლეთით მდებარე უბნები.
  • მეოთხე ზონაში შევა ათენის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც უკვე აქვს განსხვავებული ფასი.
  • მეხუთე ზონაში შევა ათენის დანარჩენი ტერიტორია. დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი

onalem

ტესტ