fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თონე “საქართველო” ერთი წლისაა ❤

თონე “საქართველო”, რომელიც ათენში გასულ ზაფხულზე გაიხსნა, უკვე ერთი წლის იუბილეს ზეიმობს.

ამ მოკლე დღოში, აღნიშნულმა თონემ შეძლო და შეგვაყვარა თავი და ის ჩვენთვის პატარა საქართველო გახდა, ათენის პლატია თიმარაკიაზე 🙂

მე, როგორც georgians.gr-ის დამფუძნებელს, მართლა ძალიან მიხარია მისი წარმატება, რადგან პირველივე დღიდან დავიწყე ზრუნვა მისი ცნობადობის ამაღლებაზე და მთელი გული და სული ჩავდე, რომ თქვენ გცოდნოდათ მისი არსებობის შესახებ.

ადამიანები, რომლებიც თონე “საქართველოს” უკან დგანან, ერთი ოჯახის წევრები არიან და სახეზეა, რომ ისინი უზომოდ არიან შეყვარებულნი თავიანთ საქმეზე.

მე კი მიმაჩნია, რომ კარგი უნდა დაფასდეს <3

ვულოცავ 1 წლის იუბილეს! კიდევ მრავალწლიან არსებობას და ინოვაციებს ვუსურვებ!

პატივისცემით,

ბექა ბექაური
georgians.gr

თონე “საქართველოს” მისამართია: პლატია თიმარაკია, აგიოს ნიკოლაოს, ათენი
ტელ: 211 4139925 & 699 7742066