fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თესალონიკში გენერალურმა კონსულმა ქართველი პატიმარი ღამის 02:00 საათზე საავადმყოფოში გადაიყვანა

გუშინ, ფეისბუქ-ჯგუფში, სახელად “ქართველები სალონიკში“, შევიდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ სერესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ საქართველოს მოქალაქეს პირიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა.

გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს მოქალაქისა და ბერძნული პოლიციის შორის ვერ შედგა კომუნიკაცია, ჯგუფის ადმინისტრაცია დაუკავშირდა თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს, ბატონ ნოდარ კომახიძეს, რომელმაც დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და ღამის 02:00 სთ-ზე, მისი პირადი კომუნიკაციის შედეგად სერესის პოლიციის სამმართველოს უფროსთან, იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გაიგზავნა და საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად, ჩვენი თანამემამულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გთავაზობთ ზემოთ აღნიშნული ჯგუფის ადმინისტრატორის ვიდეოს: