fbpx
პოლიტიკა

თუ ევა კაილი საბერძნეთშიც გაასამართლეს, ბელგიასთან შედარებით, გაცილებით მკაცრი სასჯელი ელის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ორი გამოძიება, ერთი ბელგიაში, ხოლო მეორე საბერძნეთში, რომელთა მიხედვითაც უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რა ბრალეულობა ექნება ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში.

როგორც მედია იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომ ევა კაილი საბერძნეთშიც დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით მოქმედებდა, მას გაცილებით მკაცრი სასჯელი ელის სამშობლოში, ვიდრე ბელგიაში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ფულის გათეთრებისა და ქრთამის აღების მუხლებით, რის გამოც კაილის ქონება საბერძნეთში დაყადაღებულია.

ზოგადად, სასჯელი, რომელიც კაილის ბელგიაში ასობით ათასი ევროს აღებისთვის შეიძლება შეეფარდოს, არც თუ ისე დიდია და ითვალისწინებს 3-დან მაქსიმუმ 5 წლამდე პატიმრობას.

რაც შეეხება საბერძნეთს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ევროპარლამენტარს 15 წლამდე პატიმრობა ელის.

onalem

ტესტ