fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ მზად ვართ იმ ყველაფრისთვისაც კი, რაზეც ანკარას არც კი უფიქრია” – ბერძნული სამხედრო წყარო

“ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმისთვისაც კი, რაზეც ანკარას არც კი უფიქრია. თუ რაიმეს ეცდებიან, ჩვენი რეაქცია იქნება სწრაფი და იმდენად მძაფრი, რომ გაიგონ, რომ ჩვენთან არასწორად იქცევიან.”

აღნიშნული განცხადება იყო ხაზგასმული სამხედრო წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც პასუხობდა თურქულ გაზეთში გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ბერძნული გემის ჩაძირვაზეა საუბარი.

თურქეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს და ეს ყველაფერი კანონდარღვევებშიც მჟღავნდება. საბერძნეთის საჰაერო სივრცეში თურქული თვითმფრინავები დაფრინავენ და ბერძნული არმიის გამოწვევას ცდილობენ.

თურქი ჟურნალისტი, რომელმაც აღნიშნული ანგარიში გამოაქვეყნა, მოხსენიებულია, როგორც ერდოღანის მეგაფონი, რომელიც საუბრობს 100 რამეზე, ხოლო ანკარას აქედან მხოლოდ 10-ის შესრულება შეუძლია.

“გემები პირველ რიგში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცურავენ. ახლა, თუ დავინახავთ, რომ რაიმეს აპირებენ, კონტროლი, უსაფრთხოება და მზადყოფნის სისტემები ყოველთვის თავის ადგილზეა. ჩვენ ყოველთვის დავცურავთ მშვიდობიანად, თუმცა, მზად ვართ ომისთვის. ჩვენი მზადყოფნის დონე 95%-ია,” აღნიშნულია იმავე სამხედრო წყაროში.

onalem

ტესტ