fbpx
პოლიტიკა

“შეიძინეთ საყოფაცხოვრებო კალათიდან! თქვენ თანხას დაზოგავთ” – ადონის გეორგიადი მოსახლეობას მიმართავს

საბერძნეთის განივთარებისა და ინვესტიციების მინისტრის განცხადებით, რომელიც დღეს დილით რენტის ბაზარს ეწვია, მოსახლეობამ აუცილებლად უნდა ისარგებლოს “საყოფაცხოვრებო კალათის” სიით, ვინაიდან ეს თანხის დაზოგვის შესაძლებლობაა.

“ვიღაც ძალიან ბოროტი უნდა იყოს, რომ არ დაინახოს ის, რასაც მე ჩემი თვალით ვხედავ. ისინი, ვინც საყოფაცხოვრებო კალათიდან ყიდულობენ, თანხას ზოგავენ.

რაც შეეხება ინფლაციას, ეს არის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და მას ყველა ვერ გადაჭრის. სწორედ ამიტომ ვართ ყოველდღიურად თქვენ გვერდით, ვითარების შესამსუბუქებელი გზების ძიებაში,” ამბობს მინისტრი.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მოქმედებს როგორც “საყოფაცხოვრებო კალათი”, რომელიც მოიცავს პროდუქტებს, ასევე “თოვლის ბაბუის კალათი”, რომლის სიაშიც შედის სათამაშოები ბავშვებისთვის.

onalem

ტესტ