fbpx
საზოგადოება

მეგობრებთან ერთად ტავერნაში მიირთმევდა, საჭმელი გადასცდა და გარდაიცვალა – რეთიმნოში 30 წლის ზეფის გლოვობენ

რეთიმნოში მომხდარ ტრაგედიას ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ 30 წლის ზეფის მეგობრები და ოჯახის წევრები. ახალგაზრდა ქალი ტავერნაში თავის მეგობრებთან ერთად მიირთმევდა, როდესაც საკვები გადასცდა და სასუნთქი გზების დახშობის გამო, გულის შეტევით გარდაიცვალა.

შემთხვევამ დიდი შოკი გამოიწვია, რადგან ეს ყველაფერი მისი მეგობრების თვალწინ მოხდა, რომლებიც გოგონას დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა, ამაოდ.

30 წლის ზეფი აუტისტი ბავშვების სპეციალური სკოლის პედაგოგი იყო, რომელიც წლების მანძილზე დიდი სიყვარულითა და თავდადებით მუშაობდა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან. მისი კოლეგები და მეგობრები დიდ მწუხარებას გამოთქვამენ და ვერ იჯერებენ, რომ ზეგი ასე უსამართლოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.

ახალგაზრდა ქალის დაკრძალვა ხვალ შედგება.

 

onalem

ტესტ